შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ფოთში, ნაოსნობის წესების (სუფსის ნავსადგურის ნაოსნობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონში მოძრაობის გამყოფი ჩრდილი-დასავლეთ ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, კამბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "AZOVSKIY VETER"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.