,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, წარმოდგენილ ბიუჯეტში ძალიან დიდი მოცულობის ვალია, რომლის გასტუმრება მომავალ თაობას მოუწევს.
,,ბიუჯეტის მთავარ პრობლემას ძალიან დიდი მოცულობის ვალი წარმოადგენს, რომელსაც იღებს სახელმწიფო და რომლის გასტუმრებაც მოუწევს მომავალ თაობებს. ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობა, რომელმაც 1 წელიწადში გახარჯა ბიუჯეტში არსებული 1 მილიარდიანი უსაფრთხოების ბალიში, დაგვაკარგვინა დაახლოებით 1.5 მილიარდი ეკონომიკაში, გაერღვა ბიუჯეტი 1 მილიარდამდე და მომავალ წელს აპირებს 2 მილიარდამდე ახალი ვალის აღებას, არ იმსახურებს ჩვენს ნდობას", _განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, დიდი ვალის აღება და ამით საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება არასწორია. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ამგვარი პოლიტიკა უფრო ბევრ პრობლემას გააჩენს.