ლონდონში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში კინომსახიობი პიტერ ო'ტული გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერობმა ლეგენდარული მსახიობის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„როგორ მოვიპაროთ მილიონი", „ლომი ზამთარში", „კალიგულა", „უკანასკნელი იმპერატორი", „ტროა" - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობი იყო დაკავებული.
პიტერ ო'ტულს ფართო აღიარება ასევე უილიამ შექსპირის ნაწარმოებებზე შექმნილმა თეატრალურმა დადგმებმა მოუტანა.
70 იან წლებში ის ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული, თუმცა სმას თავი მას შემდეგ დაანება რაც მას პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს. ის შვიდჯერ იყო „ოსკარზე" ნომინირებული" თუმცა მან ეს ჯილდო არც ერთხელ არ მიუღია.