პეტერბურგის აეროპორტში „პულკოვო-1"-ში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ბომბს ეძებდდნენ. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს, აეროპორტის ცნობათა ბიუროში საქართველოში დარეგისტრირებული ნომრიდან უცნობმა პირმა დარეკა და აეროპორტში არსებული ნაღმის შესახებ განაცხადა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აეროპორტის ტერიტორიაზე ვერც ბომბი და ვერც რაიმე სახის საეჭვო საგანი ვერ აღმოაჩინეს.
თუმცა, პოლიციამ დაადგინა მობილური ტელეფონის ნომერი საიდანაც ზარი განხორციელდა და ის რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოშია დარეგისტრირებული.
ამჟამად პოლიცია „ტერორისტს" ეძებს.