2013 წლის ნოემბერში, უკრაინაში ფულის მასა 879 მლრდ გრინვამდე გაიზარდა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის ეროვნული ბანკი აკეთებს.
2013 წლის დასაწყისში უკრაინაში ფულის მასა 13,7 %-ით (105 789 მლრდ გრინვა) გაიზარდა. ნოემბერში კი ზრდამ 0,7 %-ი (5753 მლრდ გრინვა) შეადგინა. ხოლო მიმოქცევაში არსებული ფულის მასის მოცულობა ნოემბერში 0,3 %-ით გაიზარდა და 227 807 მლრდ გრინვა შეადგინა.
როგორც ცნობილია, უკრაინული მედია აქტიურად წერდა, რომ უკრაინაში ვალუტის დეფიციტი შეიქმნა, რამაც ბანკთა შორის ბაზარზე დიდი ნახტომი გამოიწვია. ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზრის დაწყნარება მოუწია და მან გაყიდვაში დოლარი 8,15 გრინვას კურსით ჩაუშვა.
ბანკები ფულად განაკვეთებთან მიმართებაში სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებენ. მათი ნაწილის მტკიცებით დოლართან მიმართებაში გრინვას კურსი 8,28-8,28 გრინვა იქნება. თუმცა ექსპერტთან ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კომერციულმა ბანკებმა დოლარი 8,3-8,31გრინვას კურსითაც გაყიდონ.
მასალის გამოყენების პირობები