გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც თანხმობა განაცხადა ანგელა მერკელის მემარცხენეცენტრისტულ პარტიასთან კოალიციის შექმნაზე განაცხადა, რომ მათი ლიდერი ზიგმარ გებრიელი ქვეყნის ვიცე-კანცლერის თანამდებობას დაიკავებს.
გაბრიელი ასევე გახდება ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრი. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი კვლავ დაბრუნდება მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე - ეს თანამდებობა მას ანგელა მერკელის გერმანიის კანცლერად პირველი ვადით მუშაობის დროს ეკავა.
სულ მემარცხენე ცენტრისტი სოციალ-დემოკრატები 16-დან ექვსი სამინისტროს პორტფელს ჩაიბარებენ. მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ბუნდესტაგი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩევს.