"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ალიანსში გადაწყვეტილებას ~რესპუბლიკელები~ იღებენ და არა ირაკლი ალასანია.
"მინდა ლევან გაჩეჩილაძეს ვურჩიო, რომ ერთიანი კანდიდატის შესახებ მოლაპარაკებები ~რესპუბლიკურ პარტიასთან~ გამართოს, რადგან ალიანსში გადაწყვეტილებას სწორედ ისინი იღებენ და არა ირაკლი ალასანია ან მემარჯვენეები", - აღნიშნა დავითაშვილმა ალიანსისა და პრაიმერის მომხრე პარტიების დაპირისპირების კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, ამ კუთხით მოლაპარაკებები რესპუბლიკელებთან სირთულეს არ წამოდგენს.
შეგახსენებთ, რომ "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის საკითხზე იგი ირაკლი ალასანიას შეხვდება, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა.