16 დეკემბერს 11:00 საათზე შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვევა და განხორციელებულ სიახლეებს გაეცნობა.
მინისტრი მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი „შკოდას მარკის" ავტომატურ გადაცემათა კოლოფიანი ახალი საგამოცდო მანქანების პრეზენტაციას დაესწრება.
მომსახურების სააგენტო, იმ პირებს, ვინც 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ჩააბარებს მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სთავაზობს პრაქტიკული გამოცდა ჩააბარონ როგორც მექანიკურ გადაცემთა კოლოფის მქონე, ისე ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპროტო საშუალებაზე.
მინისტრი ასევე დაესწრება მომსახურების სააგენტოს განახლებული დარბაზის გახსნას. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს მოსახლეობას განახლებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ დარბაზში მოემსახურებიან.