16 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს და ჩოლოყაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების I ქუჩის მე-2, მე-3 და მე-4 გასასვლელის, ბოგდან ხმელნიცკის ჩიხის, ჩოლოყაშვილის II კვარტლის, ივლეთის ქუჩის და ივლეთის შესახვევის, ნარგიზას შესახვევის, რუსუდანის და სერგო წულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელასა და წავკისის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.