ევროკავშირმა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ, ინფორმაციას ევროკომისარი შტეფან ფულე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლების არგუმენტებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
,,ევროკავშირმა უკრაინასთან შეაჩერა ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა. უკრაინის ხელისუფლების სიტყვები და ქმედებები ასოცირების შეთანხმებაზე უფრო და უფრო ღრმად განსხვავდება. მათ არგუმენტებს არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან ", -წერს შტეფან ფულე "ტვიტერზე".