გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
"ჩვენი სინოპტიკოსები საკმაოდ ზუსტ პროგნოზებს აკეთებენ. ამიტომ, მინდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი და მობილიზებულები იყვნენ", - აღნიშნა ხაჩიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.