პროკურატურა ალექსანდრე ნინუას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უარყოფს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.
"საქართველოს პროკურატურა უარყოფს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ალექსანდრე ნინუა პროკურატურის მიერ მხოლოდ ორჯერ იქნა გამოძახებული: იგი მოწმის სახით დაიკითხა 2013 წლის 26 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის 1 აგვისტოს", - ნათქვამია განცხადებაში.