შსს-ს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ვანო ა. და 1972 წელს დაბადებული ნუგზარ ბ. ადიგენის რაიონის სოფელ ზაზალოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ვანო ა-ს პირადი ჩხრეკისას „იჟ-56-3"-ის მოდელის კომბინირებული ორლულიანი თოფი, ქარხნული წესით დამზადებული 28-კალიბრიანი 8 ცალი და 5,6 მმ-იანი 2 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ნუგზარ ბ-ს ჩხრეკისას „ეს-კა-ეს"-ის ტიპის თვითდამმუხტავი შაშხანა და 51 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).