„ვამაყობ უკრაინელი ხალხით და მათი მტკიცე ძალისხმევით დემოკრატია დაამყარონ ქვეყანაში", - აღნიშნა კიევში მყოფმა აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ჯონ მაკკეინი დღეს ევრომაიდანზე მივა და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ლეონიდ კოჟარას შეხვდა. სენატორი შეხვედრას დადებითად აფასებს.
"კარგი შეხვედრა გვქონდა, მოუთმენლად ველი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
უკრაინაში ევროინტეგრაციის მომხრეები სამი კვირაა მაიდანზე აქციებს მართავენ.
გუშინ პარალელურად გაიმართა ვიქტორ იანუკოვჩის მომხრეთა მიტინგიც.