ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესის მიმართ მეტი სერიოზულობის გამოჩენას ურჩევს. აღნიშნული განცხადება ხარატიშვილმა დღეს ცესკო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მონიტორინგში მონაწილე პარტიები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ საქმეს, რომელშიც მათ მიიღეს საბიუჯეტო დაფინანსება 100 ათასი ლარის ოდენობით მიიღეს. მოვუწოდებთ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ სიების და პარტიების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მონიტორინგში",- აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ და აქვე დასძინა, რომ გადამოწმების პროცესში ჩართული პარტიების მიერ მიწოდებული მასალები ხშირად არ ეყრდნობა ცესკო-ს 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გაცემულ ამომრჩეველთა ბაზას.
ამასთან, ხარატიშვილმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე საარჩევნო სიიდან ცესკომ 40 საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეულო პირი ამოიღო.
დღესვე ხარატიშვილმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდა რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაიარონ, რითიც ამომრჩეველს მაგალითს მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ სიების გადამოწმების პროცესში 12 პოლიტიკური პარტია ჩართული. ბიუჯეტიდან თითოეული მათგანისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო.