ჩინეთი გახდება პირველი ქვეყანა ბოლო 37 წლის განმავლობაში, რომლის კოსმოსური აპარატი მთვარეზე დაეშვება. გრინვიჩის დროით 13:30 საათზე ხომალდი „ჩანე 3", ექვსბორბლიანი რობოტით „იუიტუ" მთვარეზე ცისარტყელას ყურეში დაეშვება.
რობოტს 200 მ/სთ სიჩქარით გადაადგილება და 30-გრადუსიან დახრის რელიეფის დაძლევა შეუძლია.
როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, ეს არის ჩინეთის ამბიციური პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც კოსმოსის ათვისებას ითვალისწინებს.
2007 წელს ჩინეთმა გაუშვა აპარატი „ჩანე 1", რომელმაც მთავრის სამგანზომილებიანი რუქა შეადგინა, ხოლო 2010 წელს გაშვებულმა ხომალდმა დედამიწის თანამგზავრის დეტალური ფოტოები გადაიღო.