უკრაინა აპირებს მოელაპარაკოს რუსეთის ფედერაციას ურთიერთობების სრულად აღდგენაზე და იმედი აქვს რომ დაახლოებით ორ ათეულზე მეტ საკვანძო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლებიც შეთანხმებებით იქნება გამყარებული. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა საერთოეროვნულ მრგვალ მაგიდაზე „გავაერთიანოთ უკრაინა" გააკეთა.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სრული მოცულობით აღდგენის შესახებ. ამისკენ მიმართულია ღონისძიებების მთელი კომპლექსი, რომლებიც დოკუმენტებითაა გამყარებული, რომლებთან ხელი 17 დეკემბერს მოსკოვში რუსეთ-უკრაინის კომისიის სხდომაზე მოეწერება",_ განაცხადა აზაროვმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა უკრაინის ოპოზიციის ლიდერების მონაწილეობით მიმდინარეობს.