პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გააკეთა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკოლაი აზაროვის მთავრობის გადადგომა არ მოხდება. ამის შესახებ, მან განცხადება სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა, ოპოზიციასთან შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე. ინფორმაციას ამის შესახებ იანუკოვიჩის პრესსამსახური ავრცელებს.
სტუდენტების კითხვაზე პასუხის გაცემისას გეგმავს თუ არა ის აზაროვის მთავრობის გადაყენებას იანუკოვიჩმა განაცხადა:
„მინისტრთა კაბინეტის გადაყენების პროცედურა პარლამენტში ხმის მიცემას გულისხმობს, შემდეგ უკვე კი პრეზიდენტის მოქმედებას.
პარლამნეტში კი ამ საკითხზე კენჭისყრა უკვე შედგა და თქვენ ეს ნახეთ",_ განაცხადა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ აზაროვის მთავრობის გადადგომა ოპოზიციის ერთ ერთი მოთხოვნაა.
მასალის გამოყენების პირობები