ბელგია შესაძლოა, უახლოეს მომავალში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ბავშვთა ევთანაზიას დაუშვებს. კანონპროექტის მიხედვით უკურნებელი სენით დაავადებულმა ბავშვებმა ევთანაზიის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა თავად მიიღონ.
ქვეყნის სენატში ამ კანონპროექტს მხარი 50 დეპუტატმა დაუჭირა და მხოლოდ 17 იყო წინააღმდეგი.
კანონის ძალაში შესასვლელად პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერაა საჭირო. კანონპროექტის მიხედვით, ბავშვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი ევთანაზიის ჩატარების შესახებ მისი მშობლებიც უნდა დაეთანხმონ.
ამ კანონის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს არის საშუალება იმისა რომ გამოავლინო გულმოწყალება სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მიმართ.
ამას გარდა, ეს კანონი იურიდიულად დააკანონებს პრაქტიკას, რომელსაც ქვეყანაში ადგილი მაინც აქვს.