აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება) ჩატარდება 2013 წლის 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მისამართი : ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35.
კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი აპლიკაციების შერჩევა/შეფასებას გულისხმობდა, შემოსული 190 განაცხადიდან სამინისტროს საკონკურსო/საატესტაციო კომისიამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მეორე ეტაპზე (ტესტირება) გადასვლის რეკომენდაცია 43 კონკურსანტს მისცა.
კონკურსის ჩატარებას სამინისტროს საკონკურსო/საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს, რომელიც დაკომპლექტებულია, სამინისტროს, აჭარის მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებით.
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (დევნილთა საქმეების დარგში), დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის სამი მთავარი სპეციალისტის (სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების დარგში), ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი 2013 წლის 21 ნოემბერს გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები