საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
"ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა უდიდესი შემოქმედი და მამულიშვილი. დღეს ამ დიდ ტკივილს დიდი სიამაყეც ახლავს თან - ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი კლასიკოსი ჰყავს.
ვიზიარებ ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის მწუხარებას, სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს. ახლა, როცა უკვე ჭაბუა ამირეჯიბის სახელი ისტორიის კუთვნილებად იქცა, მისი შეგონება - ,,ჭკუით, ქართველებო!" - კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს და მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
მჯერა, ჭაბუა ამირეჯიბის ეს შეგონება ქართველი ერისადმი უკვალოდ არ ჩაივლის და მის სამშობლოს ისეთი მომავალი ექნება, როგორზეც დიდი მწერალი ოცნებობდა".