საქართველოს პარლამენტი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
სავარაუდოდ, განხილვაში მონაწილეობას არ მიღებს საპარლამენტო უმცირესობა.
კანონპროექტი უკვე განიხილეს საპარლამენტო კომიტეტებმა. განხიოლვებში ასევე მონაწილეობდნენ არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლებიც.
კანონპროექტის მიხედვით 5-დან 12 მდე იზრდება რაოდენობა, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.
ასევე იქმნება რეგიონული საკონსულტაციო ფუნქციების მქონე საბჭოები, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაცვლად არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები იქნებიან.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც.