13 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ მოწოდებული გრაფიკი ასეთია:
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, ჭონქაძის, ყიფიანის, ჩიტაძის, ინგოროყვას, ნიაღვრის, არსენას, კოტეტიშვილის, ვეძინის, ბესიკის და მთაწმინდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.