კოკისპირული წვიმების და მდინარეების ადიდების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა ცაგერის რაიონ სოფელ ობოლონში მცხოვრები 50 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ასევე სოფელ ლაჯანაში მდინარის ადიდების შედეგად 14 ოჯახია დატბორილი, დახოცილია შინაური ფრინველი.
კვლავ ჩაკეტილია მეწყერის შედეგად ალბანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრი.
გეოლოგების ინფორმაციით, ამ დრომდე მეწყერის განმეორების საშიშროება კიდევ არსებობს, რომელიც საფრთხეს საცხოვრებელ სახლებს უქმნის. გეოლოგები ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დროებით დატოვებას ურჩევენ.