აშშ არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ სანქციები დააწესოს. ეს განცხადება აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ საკიმ გააკეთა.
„დეტალების დაკონკრეტების გარდა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მომავალი პოლიტიკის სხვა და სხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ცხადია, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდვე მიღებული არ არის. სანქციები - მათ შორის. თუმვა მე არ ვაპირებ დეტალებზე ვისაუბრო", _ განაცხადა საკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირთან დიალოგს უნდა მიუბრუნდეს და საკუთარი ხალხის ხმას უნდა მოუსმინოს.