რუსეთი თავისი სახელმწიფო ინტერესებს დასაცავად მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში თუ მის ტერიტორიას თავს დაესხმებიან. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა დუმაში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას გააკეთა.
„თუ ჩვენზე მოხდება თავდასხმა, დოქტრინის მიხედვით, ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეულ სიტუაციებში ჩვენი სახელმიფო ინტერესების დასაცავად ბირთვული იარაღის სიმძლავრის გამოყენებით დავიცავთ", _ განაცხადა როგორზინმა და რუსეთის ბირთვულ იარაღს „შანსების უდიდესი გამთანაბრებელი" უწოდა.