„რუსეთი უკრაინის მსგავსად, ჭეშმარიტი დემოკრატია გახდება", _ ასეთი სათაურით ქვეყნდება ამერიკელი პოლიტოლოგისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ზბიგნევ ბზეჟინსკის სტატია „Financial Times"-ში.
„რაც არ უნდა მოხდეს უკრანაში მიმდინარე მოვლენები ისტორიულად შეუქცევადია და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციამდე მიდის. ალბათ უფრო ადრე, ვიდრე გვიან უკრაინა დემოკრატიული ევროპის ნაწილი გახდება და უფრო გვიან ვიდრე ადრე რუსეთი მის მაგალიტს გაჰყვება, თუ მარლაც იზოლაციაში არ მოაქცევს თავის თავს და ნახევრადაშენებულ იმპერიალისტურ რელიკს არ დაემგვანება", _ წერს ზბიგნევ ბზეჟინსკი.
ავტორის აზრით, „უკრაინული თვითმყოფადი პატრიოტიზმის სპონტანური აფეთქება, რომელივ კორუმპირებული, თვითგამდიდრებით დაკავებული და მოსკოვთან დაცვის მაძებარი ხელმძღვანელობის ქმედებებით არის გამოწვეულ იმის მანიშნებელია. რომ ეროვნული დამოუკიდებლობის ერთგულება დომინირებადი პოლიტიკური რეალობა ხდება".
ზბიგნევ ბზეჟინსკის აზრით, ეს განსაკუთრებით უკრაინელ ახალგაზრდობას ეხებამ რომელიც თავის თავს ლინგვისტურ-ისტორიულად „დედა -რუსეთზე" მიბმულად აღარ მიიჩნევს.
დამოუკიდებლობის ორ ათეულზე მეტი ხნის განმვალობაში - აგრძე;ებს ზბიგნევ ბზეჟინსკი - უკრაინაში აზროვნების ახალი ტიპი ჩამოყალიბდა, რომელიც ანტირუსულ განწყობილებებზე კი არ არის აგებული არამედ საკუთარი ევროპული იდენტურობის გაცნობიერებაზე.
„აი ამიტომაც ასე თუ ისე უკრაინა მაინც დაუახლოვდება ევროპას", _წერს ბზეჟინსკი და მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეების განმვალობაში უკრაინასა და ევროკავშირს შორის რაღაც ხელშეკრულება მაინც გაფორმდება და ამას რომ ხელი შეუწყოს „ევროკავშირი უკრაინის მოთხოვნების მიმართ რომლებიც ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებს ეხება, უფრო მგრძნობიარე უნდა იყოს".
ამასთად ერთად, მისივე აზრით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელები სულაც არ არიან აღფრთოვანებულნი ახლანდელი კიევური ელიტის დანაშაულებებსა და კორუფციაში ფულის გადახდით.
პოლიტოლოგის აზრით, უკრაინაში ახლა მიმდინარე ამბები ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში დიდი ზეგავლენას მოახდენს რუსეთში არსებულ სიტუაციაზე, რომლის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ელოლიავება ნოსტალგიურ გეგმებს საბჭოთა კავშირის ძლევამოსილების აღდგენის შესახებ.
თუმცა, ზბიგნევ ბზეჟინსკის აზრით, მიუხედავად კრემლის ყველა მეცადინეობისა, ის ვერ დაარწმუნებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთ ლიდერს მოსკოვის თვალში მეორეხარისხოვნობას დასთანხმდეს.
„ამავე დროს ახლანდელი რუსეთი ძალის გამოყენებით ვერ შეძლებს ადრინდელი იმპერიის რესტავრირებას: ის ძალიან სუსტია, ძალიან ჩამორჩენილი და ძალიან ღატაკი, ხოლო დემოგრაფიული კრიზისი კი სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს", _ წერს ზბიგნევ ბზეჟინსკი.
„ეს მხოლოდ დროის საკითხია -ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება დაინახავს, რომ პუტინის მიერ ხისტი ხელით გაწეულ ძალისხმევას წარმატებისათვის შეზღუდული შანსები გააჩნია.
ადრე თუ გვიან ის არ იქნება პრეზიდენტი და ამის შემდეგ მალე, რუსეთი, განსაკუთრებით კი მისი მზარდი საშუალო ფენა მივა იმ აზრამდე, რომ ერთადერთი გზა ქვეყნისათის, რომელსაც აზრი აქვს ნამდვილად თანამედროვე, დემოკრატიულ და შესაძლოა წამყვან ევროპულ სახელმწიფოდ გახდომაა",_ წერს ზბიგნევ ბზეჟინსკი.
მასალის გამოყენების პირობები