საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, პოლონეთის პრემერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე მხარეები ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
როგროც მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, პოლონეთის პრემიერთან საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საკითხზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც გამახვილდება ყურადღება.
ქართული მხარე ტუსკის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას გაანცობს.
"პოლონეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ამიტომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე კი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებს განვიხილავთ", - აღნიშნა ნალბანდოვმა.
ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის და პოლონეთის პრემიერ მინისტრის დონალდ ტუსკის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება, ხოლო ვიზიტის დასასრულს, დღეს 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დონალდ ტუსკის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
პოლონეთის პრემიერ მინისტრი თბილისს ხვალ დატოვებს და სომხეთში გაემგზავრება.