უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უარი განაცხადა ასევე ექს-პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის მიერ მოწყობილ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მიღებაზე. მისი თქმით, ამ ღონისძიებაში არც ოპოზიცია და არც საზოგადოება არ მონაწილეობს.
„მე ყოველ წუთს მაიდანზე ვარ. მე მივესალმები მის საზოგადოებრივ საწყისს, იმიტომ, რომ ამ უკრაინულ სიტუაციაში ეს ყველაზე ძლიერი მხარეა, როდესაც პროცესს პარტიული ძალა კი არ მართავს, არამედ საზოგადოებრიობა",_ აცხადებს იუშჩენკო.