უკრაინის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და მის მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საერთო კრებაზე დღეს იქნა მიღებული.
„უკრაინის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა პრეზიდენტსა და მის მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ევრომაიდანთან და უკრაინელ ხალხთან ერთად, ჩვენც დარწმუნებულნი ვართ რომ უნდა ვიბრძოლოთ პრეზიდენტისა და მოქმედი ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადადგომისათვის, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისათვის",_ ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტმა უკრაინის სხვა უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდა ანალოგიური გადაწყვტილება მიიღოს და ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას არა სიტყვით, არამედ საქმით დაუჭიროს მხარი უკრაინელ ხალხს.