ჰამბურგის ციხეში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველის მშობლები პასუხისმგებლობას გერმანელ სმართალდამცავებს აკისრებენ.
გარდაცვლილის მშობლებმა უკვე მიმართეს გერმანიაში საქართველოს საელჩოს და გადმოსვენების დეტალები ზუსტდება.
მშობლების განცხადებით, 17 წლის ახლაგაზრდა, რომელსაც ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული გერმანელი სმართალდამცავების უყურადღებობის გამო დაიღუპა. მათი თქმით, კამერაში, სადაც ქართველმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა 2 სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული, თუმცა საავადმყოფოს მომსახურე პერსონალმა უბედური შემთხვევა ვერ აღკვეთა.
გარდაცვლილის ვიანაობა კვლავ არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ თვითმკვლელის სახელი - დავითი.