12 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და გურამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.