პარტია „ბატკივშინა"-ს ლიდერი არსენი იაცენიუკი მაიდანის დარბევასა და მისი დაშლის მცდელობას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამერიკისათვის, ევროკავშირის ქვეყნისა და 46 მილიონი უკრაინელისათვის სახეში შეფურთხებას უწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"ჩვენ ამას არ დავივიწყებთ და ეს იანუკოვიჩს არ შერჩება. დღეს აქ ათასობით ვართ, გუშინ ასობით ვიყავით, ხვალ კი მილიონები ვიქნებით და იანუკოვიჩის რეჟიმი დაემხობა", _ აცხადებს იაცენიუკი.