მაიდანზე ხალხის რაოდენობა თანდათან იზრდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სხვა და სხვა ქალაქებში არსებული ევრომაიდნები კიევში მიდიან. ქალაქმა ლუცკმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ამჟამად იქ ხალხი კიევში გასამგზავრებლად იკრიბება. ლუცკის მაგალითის გადაღებას უკრაინის სხვა და სხვა ქალქებიც აპირებენ.
უკრაინელი ოპოზიციონერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ევრომაიდანის დარბევამ ხალხს სიმამაცე შემატა. ეს განცხადება მან მაიდანზე ჟურნალისტებთან საუბრში გააკეთა.
„მე ვამაყობ უკრაინელებით, ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში დავიცავით მაიდანი, ხალხს არ შეშინებია და არსად წასულა",_ განაცხადა კლიჩკომ.