„კომპრომისები თავზეხელაღბულებთან და დიქტატორებთან შუძლებელია",_ აცადებს ოპოზიციური პარტია „უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო და დასძენს, რომ ისინი თავიდან არისნ მოსაცილებელნი.
მისივე თქმით, დღეს უკვე ნომერ პირველი ამოცანა „პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და მისი დამპალი მთავრობის გადაყენებაა. გასაკვირი იყო დღეს საუბარი რაღაც კომპრომისებზე „ტექნიკური მთავრობებზე" ან საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ყველაფერი ეს იანუკოვიჩის სასარგებლო და მისი მთავრობის შენარჩუნების სასარგებლო თამაში იქნება. მთავარი ბოროტება ხომ იანუკოვიჩია და ყველაფერი დანარჩენი მის მიერაა შექმნილი", _ აცხადებს კლიჩკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამართალდამცავებმა წუხელ "მაიდანი" დაარბიეს. თუმცა ამ დროისთვის მოედანზე კიეველები იკრიბებიან.