აშშ მოუწოდებდა პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და მთავრობას მოესმინათ ხალხისთვის, თუმცა წუხელ სხვა არჩევანი გააკეთეს,- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. კერის განცხადება აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ აშშ უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომ "ნაცვლად დემოკრატიული უფლებებისა და ადამიანური ღირსების პატივისცემისა, სპეცდანიშნულების რაზმმა მაიდანზე მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ, ბულდოზერები და რეზინის ხელკეტები გამოიყენა"
"ასეთი ქმედებები მიუღებელია და შეუსაბამოა დემოკრატიისთვის. გასულ კვირას ბრიუსელსა და მოლდოვაში ვიზიტისას, მე ხაზგასმით აღვნიშნე საჯაროდ, რომ მხარეებმა თავიდან უნდა აიცილონ ძალადობა და მოვუწოდეთ პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეასრულოს უკრაინელი ხალხის მისწრაფებები. უკრაინის ხელისუფლებას ჩვენს შეშფოთებას ვაცნობებთ. კვირების განმავლობაში აშშ მოუწოდებდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის მთავარობას მოესმინათ საკუთარი ხალხისთვის, ვისაც მშვიდობა, სამართლიანობა და ევროპული მომავალი უნდათ, თუმცა ნაცვლად ამისა, უკრაინელმა ლიდერებმა წუხელ სხვა არჩევანი გააკეთეს. ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალური თავშეკავებისკენ. ადამიანების ცხოვრება დაცული უნდა იყოს. უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებელობა უკრაინის ხელისუფლებას აკისრია. აშშ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. ისინი უკეთესს იმსახურებენ", - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.