წუხელ კიევში სამართალდამცავებმა მაიდანის დარბევა დაიწყეს. „ბერკუტმა" ბარიკადები გაანადგურა. დეპუტატები ხალხს მოუწოდებენ მაიდანზე მოვიდნენ. მაიდანზე ამჟამად შეკრებილი ხალხი აცხადებს, რომ გუშინ მაიდანმა გაძლო. თანდათან სამართალდამცავები ალყას ხსნიან და ავტობისებში სხდებიან. მომიტინგეთა შორის არიან დაჭრილები. მრავალს „სამედიცინო დახმარების" მანქანა ახლაც დახმარებას უწევს.
წუხელ მომიტინგეებს მაიდანზე სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნეს, რომლის მიხედვითაც კიევის ცენტრში მასობრივი აქციების ჩატარება აიკრძალა. ამის შემდეგ ღამის 04:00 საათისათის „ბერკუტმა" მაიდანის დაცვა ორი მხრიდან გარღვია. „ბერკუტის" წინ ჯაჭვში დეპუტატები ჩადგნენ. „ბერკუტმა" ხალხი სცენისაკენ გარეკა. დეპუტატი ანდრი პარუბინი საერთაშორისო დამკვირვებლებს მაიდანზე მოსვლისკენ მოუწოდებდა.
„ბერკუტმა" დეპუტატებზე იერიში მიტანა დაიწყო. სცენიდან „ბერკუტს" მოუწოდებდნენ შეჩერდნენ და ხალხს მაიდანზე მისვლისკენ ეპატიჟებიან. ქალებსა და გოგონებს პერიმეტრის შიგნით შესვლისაკენ მოუწოდებენ.
„ბერკუტისა" და შს სამინსტროს სხვა წარმომადგენლების რაოდენობა იმ დროისათვის დაახლოებით 1 ათასი ადამიანი.
კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა, რომლებიც „ბერკუტმა" მოიყვანა ბარიკადების აშლას დაიწყეს. ამუშავდა ტექნიკა. გადაიკეტა კიევის ცენტრი.
„შეჩერდით - ადრე თუ გვიან ამაზე პასუხს აგებთ, თქვენ ხომ გყავთ შვილები - ისმოდა მაიდნის სცენიდან შეძახილები „ბერკუტის" მიმართ.
„ბერკუტის" და დეპტუტატების შეტაკება, რამდენიმე ადამიანისათვის თავის გატეხვით დასრულდა. მათ სამედიცინი დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
მაიდანზე სატვირთო მანქანები გამოჩნდნენ, რომლებზეც ბარიკადების ადა კარვების ნარჩენებს ალაგებდდენ. მაიდანზე დაახლოებით 5 ათასი მომიტინგე იყო.
მაიდნის სცენაზე უკრაინის ჰიმნს ასრულებდნენ. „ბერკუტი" კი ახალ ახალი იერიშებისათვის ემზადებოდა. „ბერკუტმა" ხალხის მაიდნის ერთ მხარეში გადევნა დაიწყო. მომიტინგეები სკანდირებენ"სირცხვილი!" მილიცია ბარიკადებს ამტვრევდა.