უკრაინული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ფონზე ვარშავისა და ლონდონის ბირჟებზე უკრაინული კომპანიების აქციების ღირებულება დაბლა იწევს.
ვარშავის საფონდო ბირჟაზე (WSЕ), 21 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ნახშირის მწარმოებელი კომპანია „სადოვაია გრუპის" აქციების ღირებულება 42,55% -ით გაუფასურდა, ხოლო Coal Energy-ის ფასიანი ქაღალდების ფასი კი 27,93%-ით დაეცა. აგროჰოლდინგ KSG Agro-ის აქციების ღირებულება სააგნგარიშო პერიოდში 14,29%-ითაა გაუფასურებული. ვარშავის საფონდო ბირჟაზე აგროჰოლდინგ „კარნელის" აქციების ღირებულება 10,91%-ით შემცირდა, ხოლო „აგროტონის" აქციები 9,57%-ითაა გაუფასურებული.
რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟას (LSE) აქციების პერიოდში ყველაზე მეტად Dragon Ukrainian Properties and Development-ი დაზარალდა, რომლის აქციებიც 14,7%-ით გაუფასურდა. MHP S.A.-ის ფასიანი ქაღალდები კი 8,13%-ითაა გაუფასურებული.
საინვესტიციო კომპანია SP Advisors-ის ხელმძღვანელის ნიკა პიაცას განმარტებით, აქციებზე ფასების დაცემა შესაძლოა რამდენიმე დღეში შეჩერდეს, თუ კი ევრომაიდანზე ვითარება დასტაბილურდება.