"რესპუბლიკური" პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი გუსინ ღამით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრნენ. აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას "რესპუბლიკელებმა" კიდევ ერთხელ უარყვეს ინფორმაცია თითქოს რომში დავით უსუფაშვილის, დავით გამყრელიძისა და საქართველოს ყფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის შეხვედრა იგეგმება.
"იქნება შეხვედრების რეგიონის უსაფრთხოების თემებზე შემოდგომაზე ჰელსინკში იგეგმება კონგრესი, რომელზეც მნიშვნელოვანი რეზოლუციები იქნება მიღებული. ჩვენ ჩავდივართ ჩვენი მოსაზრებებით ინიციატივებით და მივიღებთ მონაწილეობას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კახა თარგამაძეზე კომენტარი თინა ხიდაშელმა გააკეთა.
არავითარი კახა თარგამაძე არ გახლავთ იქ ჩვენ მივდივართ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.