უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ კიევში მასობრივ აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებზე და მათ შორის ცალკეულ პროვოკაციებზე ხისტად რეაგირებას არ აპირებს.
„არ ვარ მომხრე, რომ ამ მოქმედებებზე ხისტი რეაგირება განხორციელდეს. ქვეყანამ განვითარება უნდა განაგრძოს",_ განაცხადა იანუკოვიჩმა უკრაინის სამ პრეზიდენტთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ის პროვოკაციები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან 1 დეკემბრიდან ვითარდებოდა დაუშვებელია. ამათან ერთად იანუკოვიჩმა შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ პროვოკაციები ემოციებთან იყო დაკავშირებული.