CoolBox ნოვა Nova Technology-ის ინოვაციური ბრენდია, საიდანაც შესაძლებელია გადახდების განხორციელება და გამაგრილებელი სასმელების შეძენა. ვენდინგის მაცივრისა და სწრაფი გადახდის ტერმინალის ინტეგრაცია საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად და მოსახერხებლად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სასმელი. CoolBox-ით შესაძლებელია ნებისმიერ იმ პროდუქტზე ჩარიცხვაც, რომელზეც ჩვეულებრივი PayBox-იდან რიცხავთ. ჯერ-ჯერობით ქალაქში 5 CoolBox-ი დგას, მაგრამ მალე მათი რაოდენობა გაიზრდება და უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
როგორ შევიძინო სასმელი CoolBox-ით?
დააწვებით ქულბოქსის ეკრანზე არსებულ ღილაკს წარწერით „იყიდე აქ" , რომელიც გადაგამისამართებთ სასმელებელების ჩამონათვალის გვერდზე. დააჭერთ სასურველი სასმელის იმიჯს, ჩარიცხავთ შესაბამის თანხას ზუსტად ისე, როგორც სხვა გადახდების შემთხვევაში და მიიღებთ სასურველ სასმელს.