ისტორის სახელმძღვანელოებში დაიწერება რომ რუსეთის იმპერიამ არსებობა ევრომაიდანზე შეწყვიტა, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ევრომაიდანზე მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, უკრაინის ევრომაიდანის გამარჯვება ბოლოს მოუღებს რუსულ იმპერიალიზმს.
„დღეს თქვენ იცავთ არა მხოლოდ უკრაინის მომავალს, დღეს თქვენ იცავთ ყველა ადამიანის მომავალს ვისაც თავისუფლება უყვარს", - განაცხადა სააკაშილმა და მიმართა მომიტინგებს - „დღეს თქვენ ქმნით ისტორიას და თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენთუზიაზმი. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ თქვენი გამარჯვება შეცვლის ყველაფერს და რუსეთსაც. უკრაინის ტრიუმფი ბოლოს მოუღებს რუსეთის იმპერიალიზმს. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, ვერაფერი წინ ვერ აღუდგება ჩვენს სწრაფვას გამარჯვებისკენ"