საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ინიციატივის მიხედვით სამომავლოდ საქართველოს პრეზიდენტი ხელზე შვიდი ათას ორას ლარს აიღებს.
როგორც ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია რიგი ცვლილებები, საუბარია პერსონალის შემცირებაზე და შესაბამისად არსებობს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის ხელფასი 9 000-ლარამდე გაიზარდოს, თუმცა მარგველაშვილი ხელზე 7 200-ლარს აიღებს.
,,როგორც ცნობილია ბატონი მარგველაშვილის შრომის ანაზღაურების ერთადერთი საშუალება წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით არის ხელფასი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია ბევრი ცვლილება, მათ შორის, შემცირება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის აპარატის ფუნქციები იმდენი აღარ იქნება და შესაბამისად, ეს რესურსი საკმარისი იქნება შრომის ანაზღაურებისთვის. პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა სრულიად შესაძლებელია იმ დაფინანსების ფარგლებში რომელიც არსებობს. 9 000-ლარიდან პრეზიდენტი ხელზე მხოლოდ 7 200-ლარს აიღებს", _განაცხადა ხადურმა.