შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 24 წლის რამინ კარიმოვი, რომელმაც მიმდინარე წლის 9 მარტს შახინ ომაროვს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. შახინ ომაროვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო.