კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახურია მობილიზებული, თუმცა წყლის ნაკადის შეწყვეტამდე მაშველები დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვას ვერ ახერხებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, წყლის მილი კოსტავაზე დღეს, 06:00 საათზე დაზიანდა. დაზიანებული წყალსადენის გამოცვლა დღესვე მოხდება, მანამდე კი კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.