კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 5 მარტს, თბილისში მცხოვრებმა, წარსულში ნასამართლევმა, გიორგი მიქელაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებელი გასროლით თელავში მცხოვრებ დავით ასათიანს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ეჭვმიტანილი გიორგი მიქელაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ასათიანის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და დაჭრილი 7 მარტს გარდაიცვალა.
მიქალაძე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს თბილისში შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს.
ფაქტზე აღძრულია საისხლის სამართლის საქმე და გამოძიება საქ.სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით და 236-ე მუხლის I და II ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეს კახეთის სამხარეო სამმართველო იძიებს.