საჯარო მოხელეებს ნარკოტიკების მოხმარებაზე ახალი მეთოდოლოგიით შეამოწმებენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას გამოვიდა და როგორც წერეთელი აცხადებს, ამ ინიციატივას პრეზიდენტიც მხარს უჭერს.
შესაბამისად, პარლამენტი დაიწყებს აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო მუშაობას. როგორც წერეთელი განმარტავს, ანტინარკოტიკული პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის პროცეუდრა პარლამენტში სწორედ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით დაიწყება. ცვლილება კი აღნიშნულ კანონში ლორთქიფანიძე-სააკაშვილის წინადადების ასახვას გაითვალისწინებს.
ინიციატივის თანახმად, კი სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა შორის ნარკომანების გამოსავლენად ახალი მეთოდოლოგიის დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ გამოკვლევა უნდა მოხდეს თმის ღერის გამოკვლევის მეთოდოლოგიის დანერგვით.
აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძის ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის მინისტრთან ლორთქიფანიძის მონაწილეობით და პრეზიდენტმა დაავალა მინისტრს შემუშავდეს პროგრამა რომლითაც შემოწმდებიან სახელმწიფო ჩინოვნიკები და გამოთქვა მზადყოფნა თავადაც ჩააბაროს ანალიზისათვის თმის ღერი.
ლორთქიფანიძის განმარტებით კი აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა არის საჭირო იმისათვის, რომ პასუხი იყოს ზუსტი, ვინაიდან დღეს არსებული მეთოდოლოგია ცდომილებების დაშვების შესაძლებლობას იძლევა. თმის ღარის ანალიზის შემთხვევაში კი შეცდომები ფაქტობრივად გამორიცხულია.