ახალი კანონპროექტის მიხედვით, სიკვდილით დასჯისთვის საქართველოს მოქალაქის ექსტრადაცია არ განხორციელდება. კანონპროექტის თანახმად, ექსტრადაცია არ განხორციელდება, თუ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული,
თუ ექსტარადაციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი და იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, ამნისტირებულია ან გამოცემულია შეწყალების აქტი.
ექსტრადაცია განხორციელდება მაშინ, როცა ამას მესამე, ნეიტრალური ქვეყანა მოითხოვს.
კანონპროექტის ავტორები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან. პარლამენტი კანონპროექტის განხილვას ხვალ დაიწყებს.