ქსნის მე-7 კოლონიაში ხანძრის გაჩენის შემდეგ თავშესაფრის გარეშე დარჩენილ პატიმრებს სამ კვირაში ახალ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ყველა პატიმარი ამჟამად ადგილზეა. "დაახლოებით სამ კვირაში იქ ახალი შენობები აშენდება და მათი გადაყვანაც სწორედ ახალ შენობებში იგეგმება", აცხადებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში. ისინი უარყოფენ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანძრის გაჩენის ღამეს 1200-მაპატიმარმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.