18 ოქტომბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 38-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად გააპროტესტა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელისა და გორის რაიონის სოფელ დვანსა და აძვში მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟის პროცესი და ამ უკანასკნელით ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს შეეხო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.